Posts

Showing posts from November, 2014

საინფორმაციო ცენტრი ნატო ევროკავშირის შესახებ-სემინარი

https://www.facebook.com/EUNATOinfo ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კახეთის რეგიონისა და თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიმართა. მასწავლებლებს ნატოსა და ევროკავში რის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს. ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კრისტინა ბალეიშიტემ უამბო. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მასწავლებლებს ევროატლანტიკური საბჭოს აღმასრლებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ესაუბრა. სემინარის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე ჩეხეთის საელჩოში, სადაც ჩეხეთის ელჩმა სტუმრებს ჩეხეთის გამოცდილება გაუზიარა. პროექტის ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. შეხვედრაზე არსებულ პრობლემებსა და სასწავლო პროცესში