საინფორმაციო ცენტრი ნატო ევროკავშირის შესახებ-სემინარი
https://www.facebook.com/EUNATOinfo
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კახეთის რეგიონისა და თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიმართა. მასწავლებლებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს. ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კრისტინა ბალეიშიტემ უამბო. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მასწავლებლებს ევროატლანტიკური საბჭოს აღმასრლებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ესაუბრა. სემინარის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე ჩეხეთის საელჩოში, სადაც ჩეხეთის ელჩმა სტუმრებს ჩეხეთის გამოცდილება გაუზიარა.
პროექტის ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. შეხვედრაზე არსებულ პრობლემებსა და სასწავლო პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობებზე გულახდილი საუბარი გაიმართა.
სემინარი ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიება მიზნად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგების ინფორმირებას და მათ გააქტიურებას ისახავდა.
დღეს, 14:00 საათზე კახეთის რეგიონისა და თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიხსნება. სემინარს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ გახსნიან.
სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების გამართვის დრო: 24 ნოემბერი, 14:00 საათი
ღონისძიების გამართვის ადგილი: ნატოსა სამეკავშირეო ოფისი (წინამძღვრიშვილის 162)

Comments
Post a Comment